|
2017-07-13 15:03:13, 2504 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ ევროკომისართან საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საერთაშორისო კონფერენციის "საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფის" ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან/ევროკომისართან ენერგეტიკის საკითხებში მაროს შევჩოვიჩთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ისეთ სტრატეგიულ დარგში, როგორიცაა ენერგეტიკული უსაფრთხოება. მხარეები მიესალმნენ საქართველოს მიერთებას ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან, რაც ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს ევროპის საერთო ენერგეტიკულ ბაზართან. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი, ასევე, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარებას და ენერგოეფექტურობას. ევროკომისარმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზარდ სატრანზიტო პოტენციალს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციის კონტექსტში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)