18:11 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 14:44:52, 2381 ნახვა

საზოგადოება
გრიგოლ გიორგაძე კრანს მონტანას ფორუმს დაესწრო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე  გრიგოლ გიორგაძე სამუშაო ვიზიტით ბარსელონაში, კრანს მონტანას ფორუმის 28-ე ყოველწლიურ სესიაზე იმყოფებოდა.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, 100-ზე  მეტი ქვეყნიდან, უმაღლესი დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. 

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები განიხილეს.

 გრიგოლ გიორგაძემ,  მიგრაციის თემისადმი მიძღვნილ სესიაზე, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა,  რაც მოჰყვა როგორც საერთაშორისო მიგრაციას, ასევე ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებას.  

მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის 20% კიდევ ოკუპირებულია და  საერთაშორისო თანამეგობრობას, დევნილების უკან დაბრუნების უფლების დაცვის საკითხში,  აქტიური მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 გრიგოლ გიორგაძემ  დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ინტეგრაციისთვის გატარებული პროგრამების და ამ მიმართულებით დონორების ჩართვის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics