|
2017-07-13 13:02:37, 2916 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
აპატურაი: ნატო-ში საქართველოს მომავალზე მოლაპარაკებას რუსეთთან ან სხვა მესამე მხარესთან არ ვაპირებთ
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელის კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო არ აპირებს, ალიანსში საქართველოს მომავალზე მოლაპარაკება რუსეთთან ამ სხვა მესამე მხარესთან აწარმოოს. ჯეიმს აპატურაი "პატრიოტთა ალიანსის" წევრების რუსეთში ვიზიტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატის მიზნები მისთვის გაუგებარია. „მე, სიმართლე გითხრათ, კარგად ვერ ვხდები, თუ რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ეს ფორმატი. ჩვენ გვაქვს საქართველოსთან ძალიან ძლიერი თანამშრომლობა. ამავე დროს, გვაქვს მცდელობა, რუსეთთან გვქონდეს კონსტრუქციული დიალოგი. ეს ხდება ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში. თუ ეს არის იდეა, რომ რაიმე ფორმით საქართველოს მომავალზე იმსჯელონ რუსეთმა და ნატო-მ, მაშინ ეს არის შეუძლებელი, არ დგას დღის წესრიგში, ვინაიდან ნატო საქართველოს მომავალზე ნატო-ში არ აპირებს მოლაპარაკება აწარმოოს არც რუსეთთან და არც სხვა მესამე მხარესთან. საქართველოს გადასაწყვეტია და ნატო-ს გადასაწყვეტია თქვენი მომავალი ამ ორგანიზაციაში. ჩვენს პარტნიორობაში ვერავინ ჩაერევა. რაც შეეხება რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგს, დიალოგი მნიშვნელოვანია და არაერთი მიზეზის გამო. ჩვენ არ ვიცით, თუ როდის შეიძლება ამ დიალოგს ჰქონდეს შედეგი, მეორე - დიალოგით მხარეებს უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ პოზიციების შესახებ, მესამე - ალიანსისთვის მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც მძიმე სიტუაციაში საქართველოს აქვს კონსტრუქციული დიალოგის მცდელობის სურვილი. მე ვსაუბრობ იმ ფორმატებზე, რაც არსებობს, ტარდება ჟენევის მოლაპარაკებები. საქართველომ თავი მარტო არ უნდა იგრძნოს. თქვენ გვერდით არიან პარტნიორები და მეგობრები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი, ის ფორმატები, რაც უკვე არსებობს, სერიოზული პოლიტიკური სიგნალია, სასაუბრო არხი ღიაა და ქმნის იმის შესაძლებლობას, რომ ერთ დღეს შედეგს მივაღწიოთ“, - განაცხადა აპატურაიმ "საზოგადოებრივთან" საუბარში. შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ნატო-ს, საქართველოსა და რუსეთს შორის სამმხრივი ფორმატის შექმნის შესახებ ინიციატივა მოსკოვში ვიზიტის დროს გააჟღერეს. პარტიის წევრები ამბობენ, რომ ახალი ფორმატი რუსეთს დაეხმარება, რომ მსოფლიოში აღარ გამოჩნდეს როგორც ოკუპანტი და აგრესორი ქვეყანა.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)