|
2017-07-12 17:21:03, 1952 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საოპერაციო მზაობისა და ტერმინალების შერწყმის პროცესი დაიწყო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საოპერაციო მზაობისა და ტერმინალების შერწყმის პროცესი დაიწყო, რომელიც აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში არსებული ტერმინალიდან მოფრენის ტერმინალში ორი საბარგო კარუსელი, საბაჟოსა და პოლიციის სამსახურები გადავა. ასევე დასრულდება მოფრენის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გაფრენის ტერმინალში კი დამატებითი რეგისტრაციის დახლები და საოფისე ფართები მოეწყობა. ორივე ტერმინალი დასრულებული სახით მგზავრებს სექტემბრიდან მოემსახურება. ახალ მოფრენის ტერმინალში საოპერაციო მზაობისა და შერწყმის პროცესის ფარგლებში, დღეს ჯორჯიან ეარვეისმა პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თელავივიდან შეასრულა.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)