|
2017-07-12 14:35:41, 2601 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ჯანელიძე: მინდა, დავარწმუნო საზოგადოება, რომ ჩვენი პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს ქვეყნის გამთლიანება წარმოადგენს
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს ქვეყნის გამთლიანება წარმოადგენს: „მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ საგარეო პოლიტიკის და ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვენი ყველა საელჩო, მთავრობა, მთავრობის თითოეული წევრი აკეთებს ყველაფერს ამ ძალიან რთულ მოცემულობაში, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით, რათა ჩვენ შევძლოთ ამ აგრესიისადმი გამკლავება და შევძლოთ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელიც მოუტანს ჩვენს ქვეყანას ერთობას და მოგვცემს შესაძლებლობას, განვითარდეთ, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. მე პირადად გასული დღეების განმავლობაში მქონდა შესაძლებლობა ე.წ. ბორდერიზაციის საკითხზე მესაუბრა და ინფორმაცია მიმეწოდებიან ჩვენი პარტნიორებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის“,-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)