|
2017-07-11 13:28:29, 2155 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ქ. მაუერბახში ეუთო-ს არაფორმალურ მინისტერიალში მონაწილეობს. შეხვედრა ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის სებასტიან კურცის მოწვევით იმართება. საგარეო უწყების ინფორმაციით, არაფორმალურ შეხვედრაზე "Building Trust through Dialogue and Co-operation" მონაწილეების მსჯელებენ ეუთო-ს სივრცეში უსაფრთხოების გარემოსა და ექსტრემიზმის აღმოფხვრის საკითხებზე. საქართვეოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით მიმართავს სამუშაო სესიის მონაწილეებს და საკუთარ გამოსვლაში ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობასა და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე , რაც საფრთხეს უქმნის სტაბილურობას საქართველოსა და მთლიანად რეგიონში. არაფორმალურ შეხვედრაში, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეობასთან ერთად, მონაწილეობას იღებენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი, აგრეთვე, გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში და ორგანიზაციის სხვადასხვა ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)