13:06 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-08 17:15:56, 2486 ნახვა

სამართალი
შს მინისტრმა ბულგარელ კოლეგას უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ვალენტინ რადევს შეხვდა.

საქართველოს შს მინისტრმა ბულგარელ კოლეგას უწყებაში მიმდინარე რეფორმები,  განხორციელებული პროექტები და  დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

ბულგარეთის შს მინისტრის განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს შსს-ს მაღალტექნოლოგიურმა და მულტიფუნქციურმა ერთობლივი ოპერაციების ცენტრმა გამოიწვია და ამ მიმართულებით ქართული მხარის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის განვითარების შესახებ იმსჯელეს და რეგიონულ ფორმატებში პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების პრიორიტეტები განიხილეს.

გიორგი მღებრიშვილმა ბულგარეთის შს მინისტრს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებაც შესთავაზა. მსგავსი სამუშაო ჯგუფები საქართველოს შს სამინისტროს უკვე შექმნილი აქვს ევროკავშირის 11 წევრი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად.

შეხვედრაზე ვალენტინ რადევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბულგარეთი აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ბულგარეთის შს მინისტრმა საქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სოფიაში მიიწვია და მისგან საპასუხო მიწვევა მიიღო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics