00:21 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-06 16:24:16, 2419 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა - „ევროპარლამენტში ჩვენს მეგობრებთან საინტერესო შეხვედრა შედგა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, ევროპარლამენტის სოციალისტური პოლიტიკური ჯგუფის საგარეო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გამართა. 

შეხვედრაზე საქართველოში არსებული ვითარება და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილეს. საუბარი შეეხო საკონსტიტუციო რეფორმას, მის ძირითად არსსა და არგუმენტებს. 

„სოციალისტების პოლიტიკურ ჯგუფთან შეხვედრაზე  ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, განვიხილეთ რეფორმები, რომლებიც ხორციელდება საქართველოში. შევეხეთ სხვადასხვა რეფორმას,  მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმას. ევროპარლამენტში ჩვენს მეგობრებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ.   

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტრასბურგში ვიზიტი დაასრულა. ვიზიტის ფარგლებში, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics