|
2017-07-06 15:19:35, 2430 ნახვა
პოლიტიკა
უდუმაშვილი ხელისუფლებას: ნუთუ ვერ გაიგეთ, რომ მოსკოვისთვის თქვენთან მოლაპარაკებები მხოლოდ შირმაა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ, სადაც არსებულ ვითარებას გაეცნენ. როგორც პარტიის მერობის კანდიდატმა ზალიკო უდუმაშვილმა აღნიშნა, მდგომარეობა საგანგაშოა, რადგან რუსული ბანერი ცენტრალურ ავტობანთან 450 მეტრში მდებარეობს, საქართველოს ხელისუფლება კი დუმს. „საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ხშირდება მაშინ, როცა პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ახლოვდება. ამ ბანერიდან საქართველოს მთავარი საგზაო არტერია, ცენტრალური მაგისტრალი 500 მეტრით არის დაშორებული. მე მინდა ვკითხო საქართველოს ხელისუფლებას, ნუთუ ვერ გაიგეთ, რომ მოსკოვისთვის თქვენთან მოლაპარაკებები არის მხოლოდ შირმა და საერთაშორისო ზეწოლის მოხსნამ მიგვიყვანა იქამდე, რომ საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგში საერთოდ აღარ დგას. ამიტომ, თვითმმართველობის არჩევნები რეალურად უნდა გახდეს რეფერენდუმი საქართველოს მოსახლეობისთვის,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)