|
2017-07-06 15:13:54, 2175 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: თუ რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, გენერალური აუდიტორის კანდიდატურას ივლისში, ან სექტემბერში წარვადგენთ
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი გენერალური აუდიტორის კანდიდატურას ივლისში ან სექტემბერში წარადგენს. კობახის ინფორმაციით, აუდიტის სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" კონსულტაციები გაგრძელდება. „თუ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, კანდიდატს ივლისში წარვადგენთ, ან კანდიდატი წარდგენილი სექტემბერში - მორიგ სესიაზე იქნება. ანუ, 2 ალტერნატიული ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ. რაც შეეხება კანდიდატებს, კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერავის დავაზუსტებთ, კონსულტაციები გაგრძელდება და კანდიდატზე ამის საფუძველზე შევჯერდებით“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. საკანონმდებლო ორგანო გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით ირჩევს. შეგახსენებთ, რომ ლაშა თორდიას უფლებამოსილება მიმდინარე წლის 25 ივლისს ეწურება, მან აღნიშნული თანამდებობა 2012 წლის 25 ივლისს დაიკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)