|
2017-07-06 11:07:24, 2224 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: დარწმუნებული ვარ, თვითმმართველობის არჩევნები გამჭვირვალე და დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი იქნება
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გამოეხმაურა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, არჩევნები გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს: “ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ხელისუფლება მოწოდებულია, როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი, რომ არჩევნები იყოს გამჭვირვალე, აბსოლუტურად კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, ისევე როგორც ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს, 3 არჩევნები ჩავატარეთ დღემდე ჩვენ უკვე - საპრეზიდენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო და დავამკვიდრეთ ძალიან მაღალი დემოკრატიული სტანდარტი, და დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნებიც, რომელიც ჩვენ ოქტომბერში გველის, იქნება ასეთივე გამჭვირვალე, თანამედროვე, დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისი”,-განაცხადა პრემიერმა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)