|
2017-07-05 18:14:49, 2890 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოები ევროკავშირში გაწევრიანებას მოითხოვენ
საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საკანონმდებლო ორგანოები ევროპარლამენტს თხოვნით მიმართავენ, რომ 3 ასოცირებული ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს, - ამის შესახებ ინფორმაცია მოლდოვას პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, შესაბამისი გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა 49-ე მუხლის თანახმად უნდა მიიღოს, რომელსაც ევროკავშირი ითვალისწინებს. მოლდოვას პარლამენტის ინფორმაციით, ერთობლივ განცხადებას ხელი მოლდოვას საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ანდრიან კანდუმ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და უმაღლესი რადას სპიკერმა ანდრეი პარუბიმ მოაწერეს. განცხადების თანახმად, აღნიშნული ქვეყნები ევროპარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას შემოდგომაზე დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე ითხოვენ. "შექმნილ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, ეს იქნება სტიმული, რათა დასახელებულ სამ ქვეყანაში, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმეს, დემოკრატიული რეფორმები გაგრძელდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირს სურს იყოს მტკიცე პარტნიორი თავისი მოკავშირეებისთვის, კიდევ ერთხელ აღიაროს საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ამის შესაძლებლობას, სწორედ ეს გადაწყვეტილება მისცემს", - ნათქვამია მოლდოვას პარლამენტის განცხადებაში. ინფორმაციის გადასამოწმებლად "ექსპრესნიუსი" საქართველოს პარლამენტს დაუკავშირდა, თუმცა მათ აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)