|
2017-07-05 13:13:57, 2210 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს საკონსტიტუციო რეფორმაზე სატელევიზიო დებატებს კიდევ ერთხელ სთავაზობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქვეყნის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს საკონსტიტუციო რეფორმაზე სატელევიზიო დებატებს კიდევ ერთხელ სთავაზობს. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რატომ არიდებს თავს პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, პირდაპირ ეთერში მასთან ერთად საუბარს. "კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო პრეზიდენტს, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად და საზოგადოებას ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოებას შეექმნება ნათელი წარმოდგენა საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის შესახებ. ასეთი ცალმხრივი საუბრებით, ბუნებრივია, საზოგადოება ვერ იღებს ინფორმაციას. ვთავაზობთ ძალიან კარგ ფორმატს პრეზიდენტს, ეს ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთად დავსხდეთ ღია ეთერში საზოგადოების წინაშე, ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის თაობაზე. ჩვენი შეთავაზება არის ძალაში და ჩვენ კვლავ ვიტოვებთ იმედს, რომ ეს ფორმატი შედგება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)