|
2017-07-05 10:57:07, 2368 ნახვა
პოლიტიკა
„თიბისის“ #1 ბარათის ორგანიზებით ვიდეოთამაშების მასტერკლასები გაიმართა
ტექნოპარკში, -18-ელები ვიდეოთამაშების მასტერკლასს დაესწრნენ, რომელიც სპეციალურად მათთვის „თიბისი ბანკის“ ორგანიზებით გაიმართა. კომპიუტერული თამაშების მასტერკლასები იმ მოსწავლეებმა გაიარეს, რომლებიც უკვე #1 ბარათის მფლობელები არიან და თვალყურს ადევნებენ -18 ფეისბუქის გვერდს. მათ პროფესიონალებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს სხვადასხვა სახის თამაშების, ასევე, თამაშის ძრავის, კონცეპტუალური დიზაინისა და 3D მოდელირების შესახებ. მასტერკლასის შემდეგ მონაწილეები გუნდებად დაიყვნენ და თავად შექმნეს თამაშები, რომელთა ტესტირებაც მეგობრებთან ერთად შეუძლიათ. - 18 „თიბისი ბანკმა“ სპეციალურად 12-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის შექმნა, მათთვის ვისაც უყვარს გართობა, თავგადასავალი, თანამედროვე ტექნოლოგიები და სიახლეები. - 18 ის ადგილია, სადაც მოზარდებისთვის ახალი შესაძლებლობები იქმნება. საინტერესო გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები, როგორც ონლაინ, ისე რეალურ სივრცეში იგეგმება, ყველა ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია -18-ის ფეისბუქის გვერდზე - facebook.com/მინუს-18. პროექტის ფარგლებში ასევე ხელმისაწვდომია #1 ბარათი, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის შეიქმნა. ბარათის მფლობელებს შეუძლიათ დაესწრონ სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ ღონისძიებებსა და მასტერკლასებს. მეტი მოხერხებულობისთვის ბავშვებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ პლასტიკურ ბარათსა და ფეისტიკერს შორის. ერთ-ერთი პროდუქტის მიღება „თიბისის“ ფილიალებში და სერვისცენტრებში უფასოა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)