14:51 - 23 Jul, 2026
|
2017-07-04 23:50:01, 2105 ნახვა
საზოგადოება
დღის განმავლობაში კონდიციონერის გამორთვის 218 შემთხვევა დააფიქსირდა
დედაქალაქის მასშტაბით 4 ივლისს დღის განმავლობაში კონდიციონერის გამორთვის 218 შემთხვევა დააფიქსირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ მონიტორინგის სამსახური ავრცელებს. 56 შემთხვევაში მძღოლებს სამარშრუტო მიკროავტობუსების მართვა ორი კვირის ვადით აეკრძალათ. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ პრესსამსახურის ცნობით, 4 ივლისს დღის მეორე ნახევარში აღმოჩენილ დარღვევის 42 შემთხვევაში მძღოლებს, გაფრთხილებასთანერთად, მიკროავტობუსის მართვაც აუკრძალეს. აღნიშნულის მიზეზად გაფრთხილების არაეფექტურობას ასახელებენ და განმარტავენ, რომ გაფრთხილების მიუხედავად, მძღოლები გაგრილების სისტემას მაინც არ რთავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)