13:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 17:02:55, 2104 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია გერმანული ავტოკორპორაციის „დაიმლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა

თბილისის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და  მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსთან, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, გერმანული ავტოკორპორაციის „დაიმლერის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით,  შეხვედრაზე მუნიციპალური  სატრანსპორტო სისტემის განვითარებისა და ავტოპარკის სამომავლო განახლების გეგმაზე ისაუბრეს. 

მათივე ინფორმაციით, ავტოკორპორაციის წარმომადგენლებმა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების  სფეროში  თანამშრომლობის  სურვილი  გამოთქვეს და „დაიმლერის“ მიერ წარმოებული სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებისა და მათი უახლესი ტექნოლოგიებით ოპერირების გეგმის  პრეზენტაცია გამართეს. 

კომპანია „დაიმლერი“  მერსედეს-ბენცის სამარკო ნიშნის ქვეშ ამზადებს  ფართო არეალის და დანიშნულების ტრანსპორტს, მათ შორის, ავტობუსებსა და  მინი-ვენებს.

თბილისის მერმა გერმანულ კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ  კიდევ ერთ ცნობილ გერმანულ ავტომწარმოებელთან თანამშრომლობა ქართული მხარისთვის საინტერესო იქნება.

 დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერიის ავტოპარკის განახლების  4-წლიანი გეგმის ფარგლებში ავტობუსების განახლების პროცესი გრძელდება და ახალ  ავტობუსებზე  ტენდერის  გამოცხადების შემთხვევაში კომპანია „დაიმლერს“  მასში მონაწილეობის საშუალება ექნება. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics