13:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-04 12:17:54, 2380 ნახვა

საზოგადოება
ე.წ. ელიავას ბაზრობაზე მოვაჭრეებმა პოლიციის კორიდორი გაარღვიეს

ე.წ. ელიავას ბაზრობაზე დაზარალებულ მოვაჭრეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც მოვაჭრეებმა დამწვარ ტერიტორიაზე შესვლა სცადეს. ისინი მაღაზიებში შესვლას დილიდან ცდილობენ, თუმცა ტერიტორიაზე შესვლის უფლებას სამართალდამცველები არ აძლევენ. მოვაჭრეებმა პოლიციის კორიდორი გაარღვიეს, თუმცა პოლიციამ მათი შეჩერება შეძლო. 

დაზარალებულებს გადარჩენილი ნივთების გამოტანა სურთ. 

როგორც თანამშრომლები და მაღაზიების მფლობელები აცხადებენ, ისინი ამ დრომდე ელოდებიან პასუხისმგებელი პირების გამოჩენას და ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. ისინი ითხოვენ მერიის დასუფთავების სამსახურის დროულად მოსვლას და შესაბამისი სამსახურების ჩატარებას, რათა მათ სამუშაო პროცესის განახლება შეძლონ. 

შეგახსენებთ, ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი 2 ივლისს გაჩნდა. ხანძარი ავტონაწილების მაღაზიაში გაჩნდა და შემდეგ მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელდა. ცეცხლის ჩაქრობას 150-მდე მეხანძრე-მაშველი სცდილობდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics