09:20 - 08 Jul, 2026
|
2017-07-01 10:04:42, 2436 ნახვა
სამართალი
ქუთაისში ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ
ქუთაისში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე სცემეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჩივაძე საკუთარი ავტომანქანით მოძრაობდა, როდესაც მას ავტომობილით უცნობი მამაკაცი აედევნა. შუქნიშანთან თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდა. თავდასხმა წუხელ, დაახლოებით 22:00 საათზე მოხდა. „პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობმა ჯერ მანქანაზე შუშა ჩამილეწა, შემდეგ კი ფიზიკურად გამისწორდა. მაგინებდა და მუცელში მირტყამდა. ნიღაბი არ ეკეთა, მაგრამ ვერ ვიცანი", -განაცხადა „მოამბესთან“ საუბრისას ჟურნალისტმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)