23:08 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 17:18:29, 855 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძე სახალხო ზეიმს „ქობულეთობა 2017“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტრადიციულ დღესასწაულს ,,ქობულეთობას" დაესწრო.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესასწაული ქობულეთის ზღვისპირა პარკში გაიმართა და მას აჭარის საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ.

მათივე ინფორმაციით, სახალხო ზეიმის ფარგლებში ცენტრალურ პარკში ცნობილი ქობულეთელების პორტრეტები გამოიფინა დასაპატიო ქობულეთელი გამოვლინდა.

 ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს.

პატარაძემ  მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და წარმატებული სეზონი უსურვა.

 „დღეს ყველანი ერთად ვზეიმობთ „ქობულეთობას", ნამდვილი სახალხო ზეიმია. დაგეგმილია უამრავი საინტერესო ღონისძიება. ქობულეთობას ჩვენთან ერთად აღნიშნავს უცხოელი სტუმრები, მათ შორის ქობულეთთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები. მინდა ყველა ქობულეთელს მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო მათ წარმატებული ტურისტული სეზონი, ხვავი, ბარაქა და კეთილდღეობა" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

დღესვე, ქობულეთსა და პოლონეთის ქალაქ ობორნიკს შორის, საზეიმო ვითარებაში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლის პროდუქციისა და ადგილობრივი კულინარიული ნაწარმის გამოფენა მოინახულეს და ღვინის სახლი დაათვალიერეს.

ღონისძიების ფარგლებში ამფითეატრში საბავშვო და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები გაიმართა, პარკის ტერიტორიაზე კი - იმიტირებული ქობულეთური ქორწილი. სახალხო ზეიმი დღის ბოლოს გალა კონცერტით დასრულდება.

(NS)

 

 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics