10:47 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 11:05:08, 2354 ნახვა

ეკონომიკა
შვეიცარიული კომპანია „შტადლერი“ საქართველოში ვაგონშემკეთებელი ქარხნის გახსნით არის დაინტერესებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შვეიცარიული კომპანია  „შტადლერი“ საქართველოში ვაგონშემკეთებელი ქარხნის გახსნითაა დაინტერესებული.

მისივე თქმით, კომპანიის პრეზიდენტი ეკონომიკის მინისტრთან ერთად  დღეს ხელს მოაწერს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, კომპანია  საქართველოში ინვესტიციის შესაძლებლობას შეისწავლის:

„მინდა, ვისაუბრო Stadler Rail AG-ის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების პერსპექტივასთან დაკავშირებით. დღეს კომპანიის პრეზიდენტი ეკონომიკის მინისტრთან ერთად ხელს აწერს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, კომპანია შეისწავლის საქართველოში ინვესტიციის შესაძლებლობას. კომპანიას გააჩნია განზრახვა, რომ საქართველოში გახსნას ვაგონშემკეთებელი ქარხანა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი დონის კომპანიის მხრიდან ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი დადასტურება იმის, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო არის მიმზიდველი ისეთი მაღალი პროფილის და რეპუტაციის კომპანიებისთვის, როგორიც არის „შტადლერი“. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს ვიწყებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
აშშ აცხადებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმა განაახლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics