|
2017-06-30 09:25:25, 2254 ნახვა
პოლიტიკა
დღეს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა გაიმართება
მიმდინარე საგაზაფხულო სესიის დასკვნითი პლენარული სხდომა დღეს გაიმართება. ცნობისთვის, გუშინ დეპუტატებმა პლენარული სხდომა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“შესატანი ცვლილების მეორე მოსმენით განხილვით დაიწყეს. პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა გუშინწინდელ სხდომაზე დაიწყო. ცვლილებით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოდ ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვრება „მერი“ და შესაბამისად, კოდექსის მთელ რიგ მუხლებში ხორციელდება ტერმინოლოგიური სახის ცვლილება. გარდა ამისა, კანონპროექტით თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება და ასეთი სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს. გარდამავალი დებულებით დგინდება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი არჩევნების ჩატარების წესი, აგრეთვე საქართველოს მთავრობისა და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი ცალკეული ღონისძიებები. როგორც ცნობილია ივლისში რამდენიმე პლენარული სხდომა ჩატარდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)