01:36 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 15:27:29, 2920 ნახვა

პოლიტიკა
ჯანი ბუკიკიო: ყოველ საათში უფრო მეტად მიცრუვდება იმედი, კრიზისში ხართ

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ყოველ საათში უფრო მიცრუვდება იმედი“, - ამის შესახებ ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბუკიკიომ აღნიშნა, პროცესი დაბლოკილია, რადგან არ არსებობს კონსენსუსი ცვლილებების სამუშაო დოკუმენტზე.

"უნდა იყოს დიალოგი, ადამიანებმა ერთად უნდა ისაუბრონ, რომ გამოსავალი მოძებნონ. ძალიან იმედგაცრუებული ვარ და ყოველ საათში უფრო მიცრუვდება იმედი. მჯერა ქართული პოლიტიკური კლასის  სიძლიერის, რომ ისინი გადადგამენ ნაბიჯს წინ, უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს, როგორც ვთქვი, კრიზისში ხართ", - განაცხადა ბუკიკიომ.

ბუკიკიო მხარეებს სთავაზობს, ყველა შესაძლებელი კომპრომისი გააკეთონ იმისთვის, რომ კონსენსუსი მიიღონ და ახალი ტექსტი ლეგიტიმურ კონსტიტუციად აქციონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics