01:36 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 23:56:29, 2215 ნახვა

პოლიტიკა
ბუკიკიო: კონსტიტუციური რეფორმა საჭიროებს ფართო კონსენსუსს არა მხოლოდ პარტიებს შორის, არამედ საზოგადოებაში

ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ  განაცხდა, რომ 1993 წლიდან  საქართველოს აკვირდება და ის ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ. 

მისი თქმით, ნებისმიერ კონსტიტუციურ რეფორმას სჭირდება ფართო კონსენსუსი არამხოლოდ პარტიებს შორის, არამედ - საზოგადოებაშიც.

„სამწუხარო იქნება, თუ ეს ძალისხმევა იქნება ანულირებული, ამიტომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ დაასრულონ ეს პროცესი. 

საქმე ახლა აქ არის საქართველოში, პოლიტიკურ პარტიებს შორის, მათ უნდა იპოვონ გადაწყვეტის გზა, რომელიც იქნება შესაბამისობაში ჩვენს მოსაზრებებთან და, რა თქმა უნდა, ევროპულ სტანდარტებთან. ყველა კონსტიტუციური რეფორმა საჭიროებს ფართო კონსენსუსს არამხოლოდ პარტიებს შორის, არამედ საზოგადოებაში. 

მე ვფიქრობ, რომ რაც გაკეთდა ამ დრომდე, არის კარგი, რამდენიმე დეტალის გამოკლებით, რომელიც შეიძლება იოლად გამოსწორდეს. ახლა, ბოლო გადაწყვეტილებების შემდეგ, ყველაფერი ისევ ჰაერშია და ეს გულდასაწყვეტია. 

მე შევხვდები ყველა პოლიტიკურ პარტიას და გავიმეორებ იგივე მესიჯს ყველასთვის - იყავით კონსტრუქციულები და არა დესტრუქციულები“, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ. 

ცნობისთვის, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი დაესწრო საქართველო პრეზიდენტის სახელით გამართულ მიღებას, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების რიგით მე-17 კონგრესის სტუმრებისთვის გაიმართა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics