|
2017-06-28 19:08:51, 1910 ნახვა
საზოგადოება
ბაქრაძე: თავს ევროპული ოჯახის წევრად ვგრძნობ და ამავე დროს, კარგად გვესმის ორი კონტინენტის დაკავშირების საჭიროება
მე თავს ევროპული ოჯახის წევრად ვგრძნობ და ამავე დროს კარგად გვესმის ორი კონტინენტის დაკავშირების საჭიროება და პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ ვაშინგტონში გამართულ ფორუმზე განაცხადა. ვაშინგტონში საქართველოს, ყაზახეთის, ავღანეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთისა და თურქეთის საელჩოების ინიციატივით, კასპიის პოლიტიკის ცენტრსა და ამერიკის საერთაშორისო პოლიტიკის საბჭოს ცენტრალური აზიისა და კავკასიის ინსტიტუტთან პარტნიორობით გაიმართა ორდღიანი ფორუმი ტრანს-კასპიური აღმოსავლეთ-დასავლეთ ვაჭრობისა და სატრანზიტო გზის (Trans-Caspian East-West Trade and Transit Forum) შესახებ. ფორუმზე, მიმოიხილეს ტრანს-კასპიურ აღმოსავლეთ-დასავლეთის კორიდორთან დაკავშირებული საკითხები. კორიდორი აერთიანებს ცენტრალური აზიის, კასპიისა და შავი ზღვის რეგიონებს ერთიანი სავაჭრო და სატრანსპორტო გზის ირგვლივ. ღონისძიებაში მონაწილე საქართველოს ელჩმა აშშ-ში დავით ბაქრაძემ, აშშ-ის აკადემიური, ანალიტიკური, პოლიტიკისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ინფრასტრუქტურის, ბიზნესის, ინვესტიციის, ვაჭრობისა და სატრანზიტო შესაძლებლობები გააცნო. „ყველა ის ექვსი ქვეყანა, რომელიც დღეს აქ არის წარმოდგენილი, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე დგას. როგორც საქართველოს ელჩი მე თავს ევროპული ოჯახის წევრად ვგრძნობ და ამავე დროს კარგად გვესმის ორი კონტინენტის დაკავშირების საჭიროება და პასუხისმგებლობა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ რათა ვაჭრობის გაღრმავებასა და ინვესტიციის მოზიდვაში ძალები გავაერთიანოთ, უკეთესი კავშირი ჩამოვაყალიბოთ, გავცვალოთ ინფორმაცია სატრანსპორტო შესაძლებლობებზე და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დავსახოთ და გავამყაროთ ურთიერთობა ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან,“- აღნიშნა დავით ბაქრაძემ. ფორუმის ფარგლებში, ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს ბიზნეს გარემოსა და სავაჭრო შესაძლებლობებზე, ანაკლიის საზღვაო პორტის პროექტის პერსპექტივებზე, საქართველოში მიმდინარე სატრანსპორტო კორიდორის მშენებლობაზე, შესაბამის ლოგისტიკის ცენტრებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს საელჩოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებმა.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)