|
2017-06-28 16:42:07, 1963 ნახვა
საზოგადოება
ფერმერები ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის საკითხებზე ორ კვირიანი გადამზადების კურსს გადიან
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზე ფერმერების გადამზადება გრძელდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ჩინური კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის წარმომადგენლებმა რუსთავსა და მარნეულში 35-მდე ფერმერს, დაინტერესებულ პირსა და აგრარული მიმართულების სტუდენტს მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკა, დახურულ გრუნტში ბოსტნეულის მოყვანა და მყნობის ახალი ტექნოლოგიები გააცნეს. პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 კვირიანი ტრენინგი 400-მა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კი 50-მა ფერმერმა უკვე გაიარა. საქართველოში, რიგით მე-12 ტრენინგი სექტემბერშია დაგეგმილი. მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში ფრემერებმა ონლაინ რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის facebookგვერდზე უნდა გაიარონ. პროექტის ფარგლებში, ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას. ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა. პროექტისათვის 20 მილიონი იუანი (3 მილიონი ამერიკული დოლარი) განისაზღვრა. (NS)
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)