08:02 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 11:24:38, 2218 ნახვა

სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში რებრენდინგი განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, მინდია ლორთქიფანიძემ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოში უმასპინძლა და დეპარტამენტში განხორციელებული რებრენდინგის შედეგები გააცნო.

შსს-ს ინფორმაციით, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებებისა და მიმდინარე რეფორმირების ფარგლებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში თანამშრომელთა უნიფორმის, ტექნიკისა და აღჭურვილობების რებრენდინგი განხორციელდა.

ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განახლებული უნიფორმებითა და ტექნიკით აღიჭურვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის როგორც თბილისის, ასევე რეგიონალური სამმართველოების პირადი შემადგენლობა, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვართან და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მართლწესრიგსა და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

განხორციელებული რეფორმის შედეგად, საოკუპაციო ხაზთან განლაგებულ განსაკუთრებულ დავალებათა საპოლიციო ძალებს  მკვეთრად გამოხატული საპოლიციო ნიშნები გააჩნიათ.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მიმდინარე რეფორმები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას ემსახურება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics