00:30 - 25 Jul, 2026
|
2017-06-27 14:17:02, 2164 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრაზე სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის წამოწევას არ აპირებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უკრაინელი კოლეგის, პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის წამოწევას არ აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული თემა წინასწარი დღის წესრიგში არ არის. „უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ვიზიტის ფარგლებში განიხილება ორი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები. ეს თემა წინასწარი დღის წესრიგში არ არის და საქართველოს პრეზიდენტი თავად ამ თემის წამოწევას არ აპირებს“, - განაცხადა მიშველაძემ. პეტრო პოროშენკო საქართველოს ივლისში ეწვევა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)