09:45 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 22:01:36, 1984 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო: დეკანოზ მამალაძის ოჯახის საპატრიარქოში შეხვედრის ჩანაწერი, დაიბლოკა აზერბაიჯანში არსებული კომპანიის მოთხოვნით

საქართველოს საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრების ილია მეორესთან შეხვედრის აუდიოჩანაწერის დაბლოკვასთან დაკავშირებით, კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს.

„ექსპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

„როგორც ვიუწყებოდით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის საპატრიარქოში შეხვედრის სრული აუდიოჩანაწერი, რომელიც 23 ივნისს გამოვაქვეყნეთ, 25 ივნისს დაიბლოკა პორტალ youtube-ზე. გაირკვა, რომ ჩანაწერი დაიბლოკა აზერბაიჯანში არსებული მულტიმედიური კომპანია TiVi media-ს მოთხოვნის საფუძველზე. ამის მიზეზად სახელდება ის გარემოება, თითქოსდა საქართველოს საპატრიარქომ დაარღვია საავტორო უფლება და უნებართვოდ გაავრცელა  TiVi media-ს კუთვნილი ჩანაწერი. ჩვენს მიერ youtube-ს გაეგზავნა შეტყობინება, სადაც განმარტებულია, რომ საავტორო უფლება საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. შევნიშნავთ იმასაც, რომ  კომპანია TiVi media-სთან თანამშრომლობს ქართული ტელეარხი „TV პირველი“. როგორც „TV პირველის“ წარმომადგენელმა განაცხადა, ჩანაწერის დაბლოკვა მათგან დამოუკიდებლად მოხდა, რომ ეს გაუგებრობის შედეგია და მუშაობენ თავის პარტნიორთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ამჟამად ჩანაწერის მოსმენა კვლავ შესაძლებელია ჩვენს საიტზე. 
იმედს ვიტოვებთ მსგავსი ფაქტი მომავალში აღარ განმეორდება“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

ცნობისთვის, საპატრიარქომ 35-წუთიანი ჩანაწერი ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა. მოგვიანებით, საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, მათ მიერ გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერი დაიბლოკა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics