|
2017-06-23 10:50:07, 2247 ნახვა
ეკონომიკა
23 ივნისს, „ვითიბი ბანკის“ თასზე, საცხენოსნო ტურნირი იწყება
23 -დან 25 ივნისის ჩათვლით სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი ვითიბი ბანკის თასზე - VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება - წინაღობათა გადალახვა. ტურნირის გენერალური სპონსორი “ვითიბი ბანკია“, ორგანიზატორი კი, საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია. ტურნირის ორი ეტაპი 23 და 24 ივნისს გაიმართება, ხოლო ფინალური ეტაპი 25 ივნისს ჩატარდება. ტურნირში მონაწილეობას იღებენ მხედრები: საქართველოდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ირანიდან. დასწრება თავისუფალია. „ვითიბი ბანკი აქტიურად აგრძელებს ქართული სპორტის მხარდაჭერას, ვითიბის თასზე ტურნირი უკვე მეოთხე წელია იმართება და ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბური ხდება. წელს პირველად ტურნირი არა თბილისის იპოდრომზე არამედ კაჭრეთში იმართება. მოხარულები ვართ, რომ ხელს უწყობთ ამ ულამაზესი სპორტის განვითარებას და უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ ვიცე პრეზიდენტმა გიორგი ბარკალაიამ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)