23:23 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 12:44:54, 2464 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა გრძელდება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციურ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.

დეპუტატებს ქვეყნის უზენაესი კანონის ახალი რედაქცია პარლამენტის სპიკერმა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო.

მისი თქმით, ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით ხორციელდება.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ ახალი რედაქცია სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან სრულ თანხვედრაშია. მისივე თქმით, დაუხვეწავი, არადემოკრატიული საპარლამენტო მმართველობა, დახვეწილი საპარლამენტო მმართველობით იცვლება.

ამ წუთებში კონსტიტუციურ  რეფორმასთან დაკავშირებით საკუთარ შეხედულებებს დეპუტატები აფიქსირებენ.

ცნობისთვის, რიგგარეშე სხდომას არ ესწრებიან: "ნაციონალური მოძროაბა", "პატრიოტთა ალიანსი" და ევროპული საქართველო'. ოპოზიციურმა პარტიებმა სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics