|
2017-06-21 19:44:18, 2078 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ხუნდაძე: შევთანხმდით, რომ კულტივირების თემა კანონპროექტიდან ამოღებული იქნება
ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, ან კულტივირებაზე სასჯელი აღარ შემსუბუქდება. ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ხუნდაძემ, გუშინ, კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, სადაც ნარკოპოლიტიკის ნაწილობრივ ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით განიხილეს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ თემაზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გუნდში შეთანხმება შედგა. „ჩვენ გვქონდა აზრთა სხვადასხვაობა, სესიაზე, გუნდშიც იყო საპირისპირო აზრები, თუმცა მივედით შეთანხმებამდე, რომ კულტივირების თემა იქნება ამოღებული კანონპროექტიდან. ავტორი ამას დათანხმდა. საჯარიმო სანქციები იქნება შესაბამისი, რომ ერთი მხრივ, ჩვენ მივიღოთ იმდაგვარი საკანონმდებლო რეგულაციები, რომ არ დავიჭიროთ და ციხეში არ დავაპატიმროთ მარიხუანის მომხმარებელი და მეორე, საჯარიმო სანქციები იყოს იმდაგვარი, რომ არათუ ხელი შეუწყოს ნარკომომხმარებელთა რიცხვის ზრდას, კონკრეტულად, მარიხუანას მოხმარების გავრცელებას, არამედ ხელი შეუწყოს მის შემცირებას“,-აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ. მუხლის მიხედვით, რომელიც კანონპროექტიდან ამოღებულია, 140 გრამამდე მარიხუანის კულტივირებისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა აღარ გამოიყენებოდა, არამედ აღნიშნული დაისჯებოდა ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 160-დან 220 საათამდე. მოქმედი კანონით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე. დიდი ოდენობით დათესვა, მოყვანა ან კულტივირების შემთხვევაში, ამასთან, თუ ეს ქმედება ჩადენილი იქნება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არაერთგზის 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეიცვლება ჯარიმით ან/და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით 400-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით. განსაკუთრებით დიდი ოდენობით დათესვა, მოყვანა ან კულტივირების შემთხვევაში, ასევე ამის ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელების შემთხვევაში, 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა შემცირდება 3-დან 6 წლამდე. „ჩვეულებრივ დარჩენილი ნორმები არაგეულირებს ამ ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ, ან ნარკოსამართალდარვევებთან დაკავშირებულ საკითხებს. იქ რა ფორმით, რომელ კონკრეტულ შემთხვევაში, რა მიზნით მოხდება კულტივირება, ყველაფერ ამას დღეს მოქმედი ნორმატიული აქტები როგორც აწესრიგებენ, მოაწესრიგებს ასევე სახეშეცვლილი ნორმატიული აქტებიც, ოღონდ არა სპეციფიკურად ამ კატეგორიის ნარკოდანაშაულს, ეს ჩაითვლება სხვა, ზოგადი ნორმების რეგულირების ქვეშ“,-განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ, რომელმაც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა. ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებათა პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა იმ დათქმით, რომ დოზები უფრო მეტად იქნება დაკონკრეტებული და პლენარული სხდომისთვის ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული. ვინაიდან, მათი შეფასებით, მარიხუანას საშიშროება არ შეიძლება მხოლოდ მისი წონადობით განისაზღვროს. ამავე თემაზე http://epn.ge/index.php?id=47640
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)