05:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 15:22:41, 2734 ნახვა

მსოფლიო
Manchester United-ის მთავარ მწვრთნელს ესპანეთის პროკურატურა საგადასახადო თაღლითობაში ადანაშაულებს

საფეხბურთო კლუბ Manchester United-ის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ესპანეთის პროკურატურა საგადასახადო თაღლითობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, საქმე ეხება მადრიდის Real-ში მოურინიოს ყოფნის პერიოდს, კერძოდ კი, 2011-2012 წლებს. 

გამოძიების მტკიცებით, მწვრთნელმა 3.3 მილიონი ევრო დამალა. 

როგორც BBC წერს, საგადასახადო თაღლითობას უკავშირდება ფეხბურთის სფეროში მოღვაწე მაღალი თანამდებობის პირებისა და ფეხბურთელების სახელები, მათ შორის არიან Barselona-ს ვარსკვლავი ლიონელ მესი და Real-ის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ. 

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პროკურატურამ პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს მიერ გადასაახდების დამალვის საქმეზე გამოძიება დაიწყო

გარდა ამისა, არგენტინის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელს, ლიონელ მესის ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 21 თვიანი სასჯელი ძალაში დატოვა და 2.1 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics