|
2017-06-20 14:17:28, 2452 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი უთხრა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე, სადაც სხვა საკითხებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განეხილათ, უარი უთხრა. მარგველაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდა, საკონსტიტუციო ცვლილებები დაჩქარებული წესით არ მიიღოს, დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ამ სულისკვეთების რეჟიმში უკეთესი კონსტიტუციის უკეთესი ვერსია დაწეროს. „არსებულ ვითარებაში, შემოსულია პარლამენტიდან თხოვნა, დაინიშნოს საგანგებო სესია იმისთვის, რომ განხილულ იქნას წარმოდგენილი კანონპროექტი კონსტიტუციის ცვლილების. მე ამ თხოვნას უარით ვპასუხობ. მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში, რომ ეს რეალურად ვერ შეცვლის ვითარებას და თუ არის გადაწყვეტილება ამ სესიის მოწვევის, მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უარის მიუხედავად, მაინც არის შესაძლებელი სესიის მოწვევა და ამ საკითხების განხილვა, მაგრამ ჩვენს უარს აქვს პოლიტიკური შინაარსი. მე მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები. დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს უკეთესი ვერსია. შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსესუსზე და ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე, ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას. მე იმედი მაქვს, რომ ამ რთულ ვითარებაში პატივცემული დეპუტატები, საპარლამენტო უმრავლესობა არ იქნება ჩართული უაღრესად დაჩქარებულ რეჟიმში და არ გააგრძელებს კონსტიტუციის განხილვას სწორედ ჩემს მიერ შემოთავაზებული პრინციპების ირგვლივ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)