13:19 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-18 10:14:58, 2343 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ პირდაპირ ეთერში მსჯელობას სთავაზობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ მსჯელობას პირდაპირ ეთერში სთავაზობს.

ამის შესახებ პარლამენტის სპიკერმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ასეთი ერთობლივი განხილვის პროცესში, ყველა ჟურნალისტი, საზოგადოება, დარწმუნდება, რომ ეს დოკუმენტი  სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია და დახვეწილ საპარლამენტო მმართველობას აყალიბებს.

„ჩვენ შეგვიძლია, პრეზიდენტთან ერთად, დებატებზე დავსხდეთ. აქ საუბარი არ არის, ჟურნალისტების წინაშე დავსხდეთ. ვთავაზობთ, მედიაში, საზოგადოების წინაშე ვისაუბროთ და არსებული დოკუმენტი ავუხსნათ.  შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ასეთი ერთობლივი განხილვის პირობებში, ყველა ჟურნალისტი, საზოგადოება, დარწმუნდება, რომ ეს დოკუმენტი რეალურად სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია და ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას აყალიბებს“,-აღნიშნა კობახიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics