|
2017-06-12 18:05:13, 1799 ნახვა
საზოგადოება
ვიქტორ დოლიძემ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა გახსნა
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, 12-16 ივნისს საზაფხულო სკოლა ჩატარდება. საზაფხულო სკოლაში უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ. საზაფხულო სკოლის მიზანია სტუდენტების ინფორმირება საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმდინარე საკითხებზე და სტუდენტების ჩართულობის გაზრდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა ოფიციალურად სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნეს. მინისტრი სტუდენტებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, გამოწვევებისა და მოლოდინების შესახებ ესაუბრა, ხოლო ნინო ბოლქვაძემ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. საზაფხულო სკოლის ფარგლებში ყურადღება ისეთ საკითხებზე გამახვილდება, როგორებიცაა: ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ნატოს ისტორია, ნატო-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები, ნატოში გაწევრიანების ახალი შესაძლებლობები, საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, ევროკავშირის ისტორია, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმების განხორციელება, DCFTA და სოფლის მეურნეობის განვითარება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, მითები ევროკავშირთან მიმართებაში და ანტიდასავლური პროპაგანდის მეთოდები. საზაფხულო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით პირველად იმართება და მომავალშიც გაგრძელდება. (NS)
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)