23:10 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-12 14:45:30, 2508 ნახვა

სამართალი
Birja Mafia-ს წევრი მიხეილ მგალობლიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა

მუსიკალური ჯგუფის "ბირჟა მაფიას" წევრი მიხეილ მგალობლიშვილი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 50 ათასლარიანი გირაოთი შეეცვალა.

შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ,  თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრალდების მხარე „ბირჟა მაფიას" წევრის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას დაეთანხმა.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, გიორგი ქაბურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე თბილისის სააპელაციო სასამართლო 15:00 საათზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, Birja Mafia-ს წევრებს გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერები აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების სახით მათთვის  პატიმრობის შეფარდების თაობაზე, დაცვის მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და  პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლა მოითხოვა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics