|
2017-06-09 13:39:42, 1804 ნახვა
საზოგადოება
დავით სერგეენკო მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას დაესწრო
„განიკურნე!“ - ამ სახელწოდების კამპანია ჯანდაცვის სამინისტრომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში წამოიწყო და მიზნად ვირუსის მატარებელთა გამოვლენას ისახავს. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, საფრანგეთი-საქართველოს მატჩის დაწყებამდე, მოძრავ ამბულატორიაში C ჰეპატიტის სკრინინგის მიმდინარეობას დაესწრო. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებს გაესაუბრა და მოქალაქეთა მიმართვიანობის შესახებ ინფორმაცია პირადად მათგან მიიღო. „იმ უპრეცედენტო პროექტში, რაც საქართველოში ხორციელდება პირველი ეტაპი უკვე გავლილია. 40.000-მდე ადამიანი, ვინც იცოდა, რომ დაავადება სჭირდა, უკვე ჩაერთო მკურნალობაში. ახლა არის საჭიროება, რომ აქტიურად გამოვავლინოთ ის ადამიანები, ვისაც აქვს C ჰეპატიტი, მაგრამ არ იციან ამის შესახებ. სწორედ ამიტომ იწყება ახალი ტალღა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მოძრავ ამბულატორიაში სკრინინგი სარაგბო სტადიონზე მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთება ყველა მსურველს შეეძლო. სკრინინგში 70-ზე მეტი ადამიანი ჩაერთო. ამ დრომდე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 41 000-მდე ბენეფიციარია რეგისტრირებული, მკურნალობაში 40 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, 30 000-ზე მეტმა კი, კურსი უკვე დაასრულა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)