|
2017-06-09 12:31:23, 1769 ნახვა
საზოგადოება
ზაფხულის ფესტივალი „ზედაზენთან“ და „ბარამბინოსთან“ ერთად სტარტს 10 ივნისს რუსთავიდან აიღებს
ზაფხულის ფესტივალი „ზედაზენთან“ და ბარამბინოსთან ერთად სტარტს 10 ივნისს ქ. რუსთავიდან აიღებს. ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება საქართველოს ექვს ქალაქში. წლევანდელი ფესტივალის მასპინძელი ქალაქები, რუსთავი, გორი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი „ზედაზენის“ ლიმონათთან და „ბარამბინოსთან“ ერთად უამრავ სიურპრიზს ჰპირდებიან პატარებს. ღონისძიების ფარგლებში ყველა სტუმარს შესაძლებლობა ექნება დაგემოვნოს ზედაზენის ლიმონათი და ბარამბინოს უგემრიელესი ნაყინები, დაესწროს თოჯინების თეატრს, ჩაერთოს სახალისო ექსპერიმენტებში და სხვადასხვა შემეცნებით - გასართობ ღონისძიებებში. იმოგზაუროს ზღაპრის გმირებთან ერთად ბავშვობის ჯადოსნურ სამყაროში. ლიმონათის ზუზუნა ბუშტუკი და ყველაზე მხიარული ბარამბინოს ბიჭუნა მთელი ღონისძიების განმავლობაში იზრუნებენ თქვენი პატარების განწყობაზე. ზაფხულის ფესტივალი პირველ ივლისს ბათუმში ერას მოედანზე დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ფესტივალი ყოველწლიურია (მეხუთედ ტარდება) და წელს წინა წლებთან შედარებით ბევრად მასშტაბურია. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. გელოდებით ყველას. ზაფხულის ფესტივალის გრაფიკი : 10 ივნისი - ძველი რუსთავი (მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორია), დასაწყისი 18:00 სთ 16 ივნისი - გორი (სტალინის ბაღში, შადრევნებთან), დასაწყისი 18:00 სთ 18 ივნისი - თელავი (თეატრის მიმდებარედ), დასაწყისი 18:00 სთ 24 ივნისი - ქუთაისი (ბალახვანი, ასსაფეხურიან კიბესთან), დასაწყისი 18:00 სთ 25 ივნისი - ზუგდიდი (იუსტიციის სახლის მიმდებარედ - პარკში), დასაწყისი 18:00 სთ 1 ივლისი - ბათუმი (ერას მოედანი), დასაწყისი 18:00 სთ
(R)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)