00:03 - 23 Jul, 2026
|
2017-06-08 21:02:49, 1732 ნახვა
საზოგადოება
საბანაძე: მაკალისტერთან შეხვედრა აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით არ დაგეგმილა
ევროპარლმენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერთან შეხვედრა აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხტარლის საქმესთან დაკავშირებით არ დაგეგემილა - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირში საქართველოს ელჩმა ნატალია საბანაძემ გააკეთა. „ჩვენ არ განგვიხილავს ეს საკითხი დეტალებში. მე ვიკითხე, რომ მზადდება რეზოლუცია აზერბაიჯანში მედია მდგომარეობის შესახებ. მან დამიდასტურა, რომ ეს სავარაუდოდ ასე იქნება და ელოდებოდა პრეზიდენტთა საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებას”,-აღნიშნა ელჩმა. მისივე თქმით, რეზოლუცია, რომელიც შესაძლოა, იყოს მიღებული, ეხება აზერბაიჯანში მედიის, ადამიანის უფლებების მდგომარეობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)