|
2017-06-08 10:21:17, 1717 ნახვა
საზოგადოება
შოთა რეხვიაშვილმა ესტონეთისა და ლატვიის დელეგაციებს საქართველოში არსებული თავშესაფრის სისტემა გააცნო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ესტონეთისა და ლატვიის დელეგაციებს შეხვდა და საქართველოში არსებული თავშესაფრის სისტემა გააცნო. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ თავშესაფრის სფეროში მიღებულ ახალ კანონმდებლობასა და განხორციელებულ რეფორმებზე. ასევე, დაიგეგმა სამ ქვეყანას შორის თავშესაფრის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შემდგომი ღონისძიებებიც. უწყების ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დელეგაციები საქართველოში ევროკავშირთან არსებული პლატფორმის „მობილურობა პარტნიორობისთვის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ. თავშესაფრის თემებზე თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და საქართველოს შორის მომავალშიც გაგრძელდება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)