|
2017-06-07 18:27:36, 2034 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს ინდონეზიის დელეგაცია ეწვია
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ინდონეზიის დელეგაცია ეწვია. სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანს სააგენტოს საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა. ინდონეზიის დელეგაციას იმიგრაციის სამსახურის დირექტორი, რონი ფრანკი სემპი, ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობასა და მის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. გაიმართა პრეზენტაცია საქართველოში მიგრაციის პოლიტიკაზე. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთ გასცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს. სტუმრებმა გუშინ მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი დაათვალიერეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)