|
2017-06-07 15:19:24, 1609 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს აზერბაიჯანის დელეგაცია ეწვია
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანს სააგენტოს საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა. აზერბაიჯანის დელეგაციას მიგრაციის პოლიტიკისა და იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსი, ვაჰიდ გარამანოვი, ხელმძღვანელობდა. დელეგაციის წევრები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მუშაობასა და მის მიერ განხორციელებულ პროექტებს გაეცნენ. გაიმართა პრეზენტაცია საქართველოში მიგრაციის პოლიტიკაზე. საუბარი შეეხო დოკუმენტების უსაფრთხოებასა და ბიომეტრიული პასპორტის მნიშვნელობას. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ იუსტიციის სახლის მიერ ორგანიზებულ ტურში, რათა უკეთ გასცნობოდნენ სერვისების გაცემის პროცესს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)