22:03 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 14:26:28, 1807 ნახვა

საზოგადოება
ივლისში თბილისს 40 საზაფხულო ბაღი მოემსახურება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქს ივლისის თვეში 40 საზაფხულო ბაღი მოემსახურება.  

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ოჯახებს, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას, შესაძლებლობა აქვთ მათ რაიონში მოქმედი საზაფხულო ბაღების მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ. 

მათივე ინფორმაციით, საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. 

საზაფხულო ბაღების რეგისტრაცია, 19 ივნისს, 13.00 საათზე დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება.
 რეგისტრაცია  ელექტრონულად იწარმოებს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე: www. kids.org.ge.

საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები, მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2017-2018 სააღმზრდელო წელს.

საზაფხულო ბაღების სია რაიონების მიხედვით:გლდანის რაიონი – N153, N48, N205, N216, N186, დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15, ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“, ისნის რაიონი - N202, N29, N26, N215, N182, კრწანისის რაიონი - N51, N206,მთაწმინდის რაიონი - N170, N152, N162, ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80, საბურთალოს რაიონი - N197, N171, N112, სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45, N196, N72, ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics