05:14 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-07 11:41:40, 2269 ნახვა

სამართალი კომენტარი
დოლიძე აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე: დარწმუნებული ვარ, ამ საქმეზე ზედმეტი კითხვები არ დარჩება

„დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არ დარჩება ზედმეტი კითხვები, რამაც შესაძლებელია საქართველოს მომავალში ჩრდილი მიაყენოს“, - ასე გამოეხმაურა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ასეთ სერიოზულ, რეზონანსულ საქმეს პასუხების გაცემა სჭირდება.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რეზონანსული საქმე. რა თქმა უნდა არავის უნდა, რომ ჩვენს ქვეყანას მიადგეს ჩრდილი. გამოძიება მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არ დარჩება ზედმეტი კითხვები, რამაც შესაძლებელია საქართველოს მომავალში ჩრდილი მიაყენოს. დემოკრატია ამ ქვეყანაში არის განსხვავებული და ამას მემგონი ყველა ხვდება, მაგრამ ამ საქმეს, ამგვარ სერიოზულ, რეზონანსულ საქმეს, სჭირდება პასუხის გაცემა, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ კითხვებს პასუხები მალე გეცემა'', - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics