20:52 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 20:54:41, 1733 ნახვა

საზოგადოება
თეირანი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირება კიდევ ერთმა ირანულმა ავიაკომპანიამ დაიწყო

თეირანი-თბილისი-თეირანის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანია "Iran Aseman Airlines"-მა დაიწყო. 

საჰაერო მიმოსვლა 27 ოქტომბრამდე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, Airbus A-320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. აღნიშნულ საჰაერო ხაზზე პირველი რეისი ავიაკომპანიამ 2 ივნისს შეასრულა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანია "Iran Aseman Airlines"-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა მიმდინარე თვეში მიენიჭა.

ამჟამად საქართველოსა და ირანს შორის რეგულარულ ავიარეისებს ავიაკომპანიები „Georgian Airways", "ATA Airlines", "Qeshm Air", „Zagros Airlines" და "TABAN Airlines" ასრულებენ.​

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics