04:00 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 15:53:23, 2436 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ნადირაშვილი: ბადაშვილი გადაჰყავთ მთავარ პროკურატურაში, სადაც ჯერჯერობით ფარცხალაძის გავლენები შენარჩუნებულია

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გიორგი ბადაშვილის გადაყვანა მთავარ პროკურატურაში ეს ნიშნავს, რომ ფარცხალაძეს ბიძინა ნამდვილად გაუწყრა და მას მოუწევს პოზიციების ნელ-ნელა დათმობა.

მისი თქმით ბადაშვილს  პოზიციების დათმობა ამ მთავარ პროკურატურაში გადასვლის მიუხედავად  მოუწევს, ხოლო ფარცხალაძე კანონის წინაშე პასუხს მაინც აგებს.

,,იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მე მაქვს ასე ვუყურებ ამ საკითხს. ის აკონტროლებს მთავარ პროკურატურას, აკონტროლებდა ფინანსურ სამსახურს ფინანსთა სამინისტროში. ეხლა ეს წრე მისთვის ვიწროვდება და ბადაშვილი გადაჰყავთ სწორედ მთავარ პროკურატურაში, სადაც ჯერჯერობით ფარცხალაძის გავლენები შენარჩუნებულია. ვთვლი, რომ მას პოზიციების დათმობა მაინც მოუწევს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ სადაც არ უნდა გადაიყვანონ მისი კადრები, ფარცხალაძემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე,’’ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics