21:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-05 14:22:35, 2324 ნახვა

მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე კვლავ მაღალია - ტერაქტის საშიშროება არსებობს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ქვეყანა კვლავ ტერორისტული საფრთხის წინაშეა და საშიშროების დონე უცვლელად მაღალია, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ლონდონში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია, მათ შორის რამდენიმე ხიდზე დამატებითი დაცვაა გამოყვანილი.

"ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ლონდონზე, არამედ დიდ ბრიტანეთზე და მთელ თავისუფალ მსოფლიოზე", - აღნიშნა მეიმ.

შეგახსენებთ, შაბათს  ლონდონში ინციდენტი  ორ ადგილას მოხდა. თავდაპირველად, ლონდონის დროით 22:15 საათზე მიკროავტობუსი ლონდონის ხიდზე მოქალაქეებს დაეჯახა, შემდეგ კი ბოროტმოქმედები მოქალაქეებს თავს  სავაჭრო  უბან  Borough Market-ში დაესხნენ, რომლის შედეგადაც, რამდენიმე ადამიანი დაიჭრა. ტერორისტული აქტის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, 48 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics