|
2017-06-04 15:20:47, 1875 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: როცა გვიჭირდა, ვლოცულობდით “მოწყალებისა კარი განგვიღენ”, ახლაც, დღეში რამდენჯერმე ვთხოვოთ დახმარება ღვთისმშობელს
„ჩვენ როცა გვიჭირდა, ვლოცულობდით „მოწყალებისა კარი განგვიღენ“,ახლაც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა დღეში რამდენჯერმე თხოვოთ ღვთისმშობელს დახმარება“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, „მეტი სულიერება გვჭირდება“. „მეტი სულიერება გვჭირდება. როცა გვიჭირდა, ვლოცულობდით “მოწყალებისა კარი განგვიღენ”, ახლაც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეში რამდენიმეჯერ ვთხოვოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ დედას დახმარება, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ხშირად მიიღოთ წმინდა ზიარება, ეს ძალას მოგცემთ, ასევე, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე იფიქროთ სულიერებაზე, დროებით ცხოვრებაზე და მარადიულ ცხოვრებაზე. ერთ-ერთი ფილოსოფოსი ამბობს ყველაზე დიდი ფილოსოფია არის ის, რომ ადამიანი მოემზადოს გარდაცვალებისთვის”, - ბრძანა პატრიარქმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)