|
2017-06-04 10:18:43, 1900 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს მოსწავლეები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოებს სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. "პროექტის ფარგლებში, მოზარდებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველო, აჭარის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო და სამეგრელო-ზემო სვანეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო დაათვალიერეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, მათი საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. მოზარდებისთვის სამმართველოების ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო. სკოლის მოსწავლეები ასევე გაეცნენ წვევამდელთა თეორიულ და სამწყობრო მეცადინეობას. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბავშვების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს",-აცხადებენ შსს-ში. პროექტის მიზანია, მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)