|
2017-06-03 10:41:56, 1788 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრას დაესწრო
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მეთორმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ENPARD-ის I და II ფაზები შეაჯამეს და ENPARD III-ის ფაზის განახლებული მატრიცა (შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალი) განიხილეს. ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. ნოდარ კერესელიძემ კომიტეტის წევრებს ,,სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ მიღებულ კანონთან დაკავშირებით და „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ ENPARD I-ის და ENPARD II-ის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებზე, მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ევროკავშირსა და პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის წარმოების, ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების (LAG) მდგრადი განვითარების და ექსტენციის მნიშვნელობის საკითხებს. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტი გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიო და ENPARD-ის კონსორციუმის წევრები ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)